ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ხარისხის სამსახურთან თანამშრომლობით, იგეგმება კურსის/პროგრამის წარმომადგენელი სტუდენტების პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს სტუდენტების შიდა ხარისხის მექანიზმებში ჩართულობის გაძლიერებას. სტუდენტები შეირჩევიან კურსებისა და მიმართულებების მიხედვით და ნოემბრის თვეში გაივლიან ტრენინგებს, სადაც დეტალურად შეისწავლიან ფუნქცია-მოვალეობებს. ამის შემდეგ თემატურ ვორქშოპებში აქტიურად ჩაერთვებიან ხარისხის სტანდარტების განვითარებაში. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ კურსის წარმომადგენლის სტატუსს და ჩაერთვებიან პროგრამების მუდმივი განვითარების პროცესში, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: